ძიუდო

19:21 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებულია

გურამ თუშიშვილი ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოსტმა (+100 კგ) უზბეკეთის დედაქალაქში ასპარეზობა A ჯგუფში დაიწყო და პირველი წრისგან თავისუფალი გახლდათ.

მეორე წრეში გურამმა ყაზახ იერასილ კაჟბაიევს აჯობა, მერე კი, მასპინძელი ალიშერ იუსუპოვიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. თუშიშვილმა ფინალში გადასავლელი შეხვედრა უკრაინელ იაკივ ხიამოს მოუგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიიღო.

ქართველი ძიუდოისტი ფინალშიც უშეცდომო გახლდათ, გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა და გრან პრის ჩემპიონი გახდა.

ტაშენტის გრან პრიზე კიდევ ერთი ქართველი გამოვიდა - 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური, მაგრამ მედლამდე ცოტა დააკლდა. ლაშამ D ჯგუფში მიყოლებით აჯობა ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადის, სომეხ არსენ ხანძიანსა და დიდ ბრიტანელ ჯამალ პეტგროუს და ნახევარფინალში გავიდა.

თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენებური რუსეთის წარმომადგენელ ხუსენ ხალმურზაევთან დამარცხდა, რასაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იაპონელ მაშუ ბაკერთან მარცხიც მოჰყვა და კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112516