ფეხბურთი

19:47 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "რთული სეზონი გველის"

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა. მატჩისშემდეგ "ბარსას" ურუგვაელმა შემტევმა ლუის სუარესმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბს წინ რთული სეზონი ელის.

"სიტუაცია საგანგაშოა, "ბარსელონა" თავის თავს არ ჰგავს. ბევრ სიტუაციაში შეცდომას ვუშვებთ. შეგვიძლია ეს მარცხი სასიკეთოდ გამოვიყენოთ და ყველა შეცდომა გამოვასწოროთ. გასვლაზე თამაში გამოსასწორებელი გვაქვს. წინ რთული სეზონი გველის"- განაცხადა სუარესმა.

ლა ლიგაში ხუთი ტურის შემდეგ "ბარსელონა" შვიდი ქულით მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135021