სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

15:53 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიტაკეუმის ტრიუმფი და ქართველების ფიასკო აკი ბაშოზე (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

აკი ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღე მართლაც რომ საფინალო გამოდგა, რადგან იმპერატორის თასის მფლობელი დღევანდელმა დაპირისპირებებმა ვერ გამოავლინა და ამისთვის სუპერფინალი დაინიშნა.

პლეი-ოფში ერთმანეთს ორი სეკივაკე მიტაკეუმი და ტაკაკეიშო შეხვდნენ, რომელიც მიტაკეუმის გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა, მანამდე ტაკაკეიშო ბაშოს ერთ-ერთ ლიდერ მე-8 მაეგაშირა ოკინოუმს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა. წინააღმდეგ შემთხვევაში სუპერფინალში ერთმანეთს მიტაკეუმი და ოკინოუმი შეხვდებოდნენ, რადგან ორივე მათგანის ბალანსი 12:3-ზე იქნებოდა.

ტაკაკეიშომ სექტემბრის ბაშო ზედიზედ ხუთი გამარჯვებით დაიწყო, პირველი მარცხი კი ენდოსთან განიცადა, რომელსაც ჩიიოტარუსთან წაგებაც მოჰყვა. შემდეგ კვლავ 5 დაპირისპირებაში იმარჯვა, რის შემდგომაც ბოლო მარცხი გოეიდოსთან მიითვალა.

მიტაკეუმი კი ტურნირის ბოლო დღეს კომოსუბი ენდოს შეხვდა და მისი დამარცხება იორიკირის ილეთით შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ ენდოს დადებითი ბალანსი (8:7) უკვე განაღდებული ჰქონდა და მისთვის აღნიშნულ დაპირისპირებაში მარცხი დიდ მნიშვნელობას არ ატარებდა.

26 წლის იაპონელმა შემოდგომის სუპერტურნირი ასანოიამასთან მარცხით დაიწყო, შემდეგ მიჯრით 6 ორთაბრძოლა მოიგო და წლის მეხუთე სუპერტურნირის მე-8 საშეჯიბრო დღეს სწორედ ტაკაკეიშოსთან დამარცხდა. მესამე მარცხი კი რიუდენთან განიცადა, რომელმაც მიმდინარე ბაშოზე უარყოფითი ბალანსი (7:8) დააფიქსირა.

აქვე გეტყვით, რომ მიტაკეუმიმ მაკუუჩი დივიზიონი კარიერაში მესამედ მოიგო.

რაც შეეხება ქართველ სუმოისტებს. აკი ბაშო ჩვენებურთათვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ლევან გორგაძემ ოძეკის პრესტიჟული ტიტული დაკარგა. ტოჩი მის დაბრუნებას მომდევნო ბაშოზე ეცდება, სადაც მინიმუმ 10 მოგება მართებს.

ჩვენებირი ტურნირის ბოლო დღეს გოეიდოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ეს აღნიშნული წყვილის 28-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც 10 ქართველის გამარჯვებით, ხოლო 18 შემთხვევაში მარცხით დასრულდა. შედეგად გორგაძემ აკი ბაშოზე ასპარეზობა 6 მოგების საპირისპიროდ 9 წაგებით დაასრულა.

რაც შეეხება რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს, გაგამარუ ჯურიოს პირველ ნომერ დაიამამის შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ეს აღნიშნული წყვილის მე-7 დაპირისპირება გახლდათ და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდ 4:3-ზეა.

გაგამ შემოდგომის სუპერტურნირზე ტოჩის მსგავსად 6 მოგების წილ 9 წაგება დააგროვა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დადებითი ბალანსი ვერ გაინაღდა, პროგრამა მინიმუმი მაინც შეასრულა და ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილი და სეკიტორის წოდება შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ კიუშუ ბაშო 10 ნოემბერს დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111495
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X