ფეხბურთი

14:19 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰავერცით "მანჩესტერ იუნაიტედიც" დაინტერესდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლევერკუზენის" შემტევი ნახევარმცველით კაი ჰავერცით დაინტერესდა. აღნიშნული ინფორმაცია Express-მა გაავრცელა. ჰავერცისადმი ინტერესს ორი წელია "ლივერპული" იჩენს, თუმცა იურგენ კლოპმა ფეხბურთელის დამატება ვერ მოახერხა.

ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, "ლევერკუზენის" ხელმძღვანელობამ "წითელ ეშმაკებს" განუცხადეს, რომ ფეხბურთელს 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობენ. Transfermarkt-ის შეფასებით, სწორედ ამდენია ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება.

ჰავერცი "აახენის" აკადემიის აღზრდილია და "ლევერკუზენში" 2010 წელს გადავიდა. პირველ გუნდში კაი 2016 წლიდან ასპარეზობს. გასულ სეზონში ჰავერცმა 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოცი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113684