სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:08 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: ლიდერი „გრანადაა“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

შაბათის სათმაშო დღის შემდეგ, ესპანური პრიმერას ცხრილს რომ შეხედოთ, თვალებს არ დაუჯერებთ. პირველ ოთხეულში არც „რეალია,“ არც „ბარსელონა.“ ლიდერი კი ელიტაში წლეულს დაბრუნებული „გრანადაა.“

მართალია, კვირის მატჩების შემდეგ, „გრანადას,“ შესაძლოა, რამდენმე გუნდმა გადაუსწროს, მაგრამ ერთდღიანი ლიდერობაც აქტივში ჩაეწერებათ ანდალუსიელებს.

მიმდინარე პრიმერაში ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა, 5 ტურის შემდეგ, ორი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და ორჯერ წააგეს. 7 ქულა მოაგროვეს და მეშვიდე ადგილზე არიან.

„გრანადას“ თავიდანვე გაუმართლა, უკვე მე-2 წუთზე ანგარიში მასპინძელთა ნიგერიელმა რამონ აზიზმა გახსნა. ყველას ეგონა, რომ კატალონიელები ნელ-ნელა ეშხში შევიდოდნენ, მოუმატებდნენ და გრანადელებს გასრისავდნენ. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

მეორე ნომრად მოთამაშე მასპინძლები უფრო იკბინებოდნენ. შესვენების შემდეგ, ვალვერდემ მინდორზე მესი და ფატი გაიყვანა. გრანადელთა დაცვას მეტი ჯაფა დაადგა, მაგრამ, ბოლო ათ წუთს თუ არ ჩავთვლით, ბევრი არაფერი შეცვლილა.

მეტიც, ასევე შეცვლაზე შესულმა ჩილელმა არტურო ვიდალმა, თავისიანებს პენალტი „გაუხერხა,“ რომელც ზუსტად შეასრულა ალვარო ვადილიომ.

მერე ვალვერდემ თქვა: „ვნერვიულობ, იმიტომ, რომ სტუმრად ვეღარ ვიმარჯვებთ. როცა ეს ოთხ მატჩში ხდება, ესე იგი, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ზოგი მოთანაშე გვიან შემოგვიერთდა. თუმცა ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შეხვედრაში დომინანტები ჩვენ ვართ, მაგრამ ამას გოლებში ვერ გარდავსახავთ. ამ მატჩში ჩვენ ვერაფერი გავაწყეთ და მოგება არ გვეკუთნოდა.“ - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.

“იუვენტუსთან“ „გმირული დაბრუნების“ შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო დიეგო სიმეონეს ბიჭებს ისეთივე ემოცური მუხტი ჰქონოდათ. ძალიან დიდი ენერგია შეალიეს მადრიდელებმა ამავე სტადიონზე „ბებერ ქალბატონთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს (0:2 აგებდნენ და გაუთანაბრეს ანგარიში).

„სელტასთან“ მატჩი „ატლეტიკოსთვის“ გეგმით, ერთ-ერთი მოსაგები იყო. ჩანაფიქრიც ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო - მაქსიმალური კონცენტრაცია დაცვაში და მეტოქის შეცდომის ლოდინი. თუმცა, ეს შემდეგ იქნებოდა, ჯერ სწრაფი გოლი უნდა გაეტანათ. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ.

სტუმართა მეკარე რუბენმა, ფელიპეს სახიფათო დარტმა მოიგერია. შემდეგ ლოდისა და ფელიშის გასროლებსაც გაუმკლავდა. კოშტამ და კორეამ კი თავად ააცილეს ბურთი კარს.

ეგ არის, მასპინძლებს შემოქმედებითობა აკლდათ. მეორე ნახევარში შორეული ჩაწოდებებითა და დარტყმებით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. სახიფათო მომენტებიც სადღაც გაქრა.

მოსაწყენი 0:0. მატჩის შემდეგ, ვითარება დიეგო კოშტასა და ლუკას ოლასას წაჩხუბებამ „გაახლისა,“ მაგრამ ეს წარმოდგენა, ცხადია, ტაბლოზე ანგარიშს ვერ შეცვლიდა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-5 ტური. 21 სექტემბერი

ატლეტიკო - სელტა 0:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 57 701

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ხიმენესი, ფელიპე, ტრიპიერი, ფელიში (მორატა 69), კოკე, საული, ერერა (ტომასი 60), კორეა (ვიტოლო 60), კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სელტა: რუბენი, ოლასა, არაუხო, აიდუ, მალიო, რაფინია, იოკუშლუ (შეიხ დიოპი 66), ლობოტკა, დენის სუარესი (მენდესი 73), ასპასი (სისტო 88), მინა

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: კოშტა (მატჩის შემდეგ), კოკე (75), საული (81); ოლასა (მატჩის შემდეგ), აიდუ (45+2), ასპასი (63), რუბენი (77), შეიხ დიოპი (90+1)

გრანადა - ბარსელონა 2:0

გრანადა. „ნუევო ლოს კარმენესი.“ 18 880

1:0 აზიზი (2) 2:0 ვადილიო (66 პენ)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, დუარტე, ხერმან სანჩესი, ნევა, აზიზი, მონტორო, ერერა (გონალონი 83), პუერტასი, მაჩისი (ვადილიო 62), რობერტო სოლდადო (ფერნანდესი 58)

მწვრთნელი: დიეგო მარტინესი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ფირპო (ფატი 46), რაკიტიჩი (ვიდალი 62), რობერტო, დე იონგი, პერესი (მესი 46), გრიზმანი, ლუის სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: სოლდადო (48), ერერა (49) ფერნანდესი (87); სუარესი (21), პიკე (45+4)

ვილიარეალი - ვალიადოლიდი 2:0

1:0 კასორლა (77 პენ), 2:0 ონტივეროსი (89)

ლევანტე - ეიბარი 0:0

20 სექტემბერი

ოსასუნა - ბეტისი 0:0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111306
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X