სხვა

13:10 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ოძეკის პრესტიჟული ტიტული დაკარგა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძისთვის, რადგან ჩვენებურმა ოძეკის პრესტიჟული ტიტული დაკარგა. ტოჩინოშინი მეექვსე მაეგაშირა მოიგირიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ქართველი სუმოისტი აღნიშნულ ორთაბრძოლაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა სამწუხაროდ დოჰიოს მიღმა ფეხი გადადგა და მე-8 მარცხი მიითვალა.

ეს აღნიშნული წყვილის 22-ე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში ჩვენებური მეტოქეს მცირედით სჯობნის და მათი მოგება- წაგების ბალანსი 12:10-ზეა.

ამრიგად, ტოჩიმ წლის მე-5 სუპერტურნირზე გამოსვლა 6 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა და ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დაბრუნებას ნოემბრის ბაშოზე ეცდება, რომელიც 10 ნოემბერს დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134804