ჭიდაობა

11:21 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაკობიშვილმა დამამშვიდებელი წრე გაიარა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დამამშვიდებელი წრე ჩინებულად გაიარა ზურაბ იაკობიშვილმა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

იაკობიშვილმა მოგეხსენებათ ასპარეზობა გუშინ დაიწყო და მოლდოველი მიჰაილ სავას ძლევის შემდეგ რუს დავიდ ბაევთან წააგო, მაგრამ ვინაიდან ბაევი ფინალში აღმოჩნდა, ზურაბმა რეპეშაჟში გადაინაცვლა.

დღეს ქართველმა ფალავანმა დამამშვიდებელი ეტაპის პირველ წრეში ბელარუს ანდრეი კარპაჩს 5:0 აჯობა, ხოლო შემდეგ უზბეკ იხტიორ ნავრუზოვსაც სძლია (4:1) და დღეს საღამოს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს დაეჭიდება.

ცნობისთვის, დღესვე ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე ირაკლი მწითური (92 კგ), ხოლო ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ) და ნიკა კენჭაძე (79 კგ) ჩაერთვებიან ასპარეზობაში, სანდრო ამინაშვილმა კი, კვალიფიკაციის წრეში ბერძენ გეორგიოს სავოლიდისს 9:0 აჯობა, თუმცა, მერვედფინალში უზბეკ ჯავრალ შაფიევთან 3:6 დამარცხდა და ახლა მხოლოდ მისი მეტოქის ფინალში გასვლის იმედი თუ ექნება.

0.113848