ფეხბურთი

0:57 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კასპერ დოლბერგს "ნიცას" გასახდელში 70 ათასი ევროს ღირებულების საათი მოპარეს

ფრანგული „ნიცას“ თავდამსხმელი კასპერ დოლბერგი გაქურდეს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ძარცვის ფაქტი „ნიცას“ გასახდელში დაფიქსირდა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, სამშაბათს, ვარჯიშის დროს ზღვისპირელთა გასახდელიდან დოლბერგის საათი გაქრა, რომლის ღირებულება 70 000 ევრო გახლდათ.

ჯერჯერობით გამოძიებას დანმაშავე არ გამოუვლენია და ახლა გუნდი სწავლობს იმას, თუ ვის შეეძლო კლუბის გასახდელში შესვლა.

შეგახსენებთ, დოლბერგი „ნიცას“ გასულ ზაფხულს ამსტერდამის „აიაქსიდან“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

სტატისტიკა
0.299558