ფეხბურთი

15:21 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდი გამოარჩიეს

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ "ზალცბურგის" 19 წლის ნორვეგიელი შემტევი ერლინგ ჰოლანდი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ზალცბურგმა" შინ "გენკი 6:2 გაანადგურა. ერლინგმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ავსტრიელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად 17 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

E ჯგუფში "ნაპოლიმ" "ლივერპულს" 2:0 მოუგო. უკეთესი ბურთების სხვაობით ავსტრიული გუნდის ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.113165