ფეხბურთი

16:14 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის ჰადსონ-ოდოი, „ჩელსიში,“ ჯამაგირად კვირაში 205 ათას ევრომდე მიიღებს

ცნობილი გახდა კალუმ ჰადსონ-ოდოის „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტის დეტალები. Goal.com-ს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი ამიერიდან კვირაში ჯამაგირად 150 ათას გირვანქას (170 ათასი ევრო) მიიღებს. ბონუსების დამატებით, ეს თანხა, შესაძლოა, 180 ათას გირვანქამდე (თითქმის 205 ათასი ევრო) გაიზარდოს.

ჰადსონ-ოდოის ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მიმდინარე სეზონში მას, აქილევსის მყესის ტრავმის გამო, არცერთი მატჩი უთამაშია „არისტოკრატების“ შემადგენლობაში.

კალუმი „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია.

0.112727