ფეხბურთი

10:44 | 20.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „მანჩესტერმა“ პრობლემები საკუთარ თავს თვითონ შეუქმნა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, ყაზახურ „ასტანასთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არცთუ კარგი თამაშის მიუხედავად, მოგებით კმაყოფილია.

„სირთულეები საკუთარ თავს თვითონ შევუქმენით. ასეთ მატჩებში პირველ 20 წუთში უნდა მოამთავრო საქმე და შემდეგ ისიამოვნო ფეხბურთით. შეამჩნევდით, ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს სათამაშო დრო სჭირდება. თუმცა, სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ. დარწმუნებული ვარ, გრინვუდი ძლიან ბედნიერია გატანილი გოლით.

ეს შეხვედრა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, თავის გამოჩენის კარგი საშუალება იყო.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს ВВС.

0.118709