სხვა

21:53 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალომე ფაჟავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია და ოლიმპიადის ლიცენზიის შანსი აქვს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში ფინალში იასპარეზებს სალომე ფაჟავა, რომელმაც მრავალჭიდში საწყის ეტაპზე წარმატებით შეძლო გამოსვლა.

ფაჟავა 23 საუკეთესოს შორის მოხვდა და ფინალში გამოვა, საიდანაც არამარტო მედლისთვის, არამედ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს. საწყის 16 ადგილზე გასული სპორტსმენები სწორედ ოლიმპაიდის ლიცენზიას მიიღებენ ფინალი კი ხვალ გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებას ფაჟავას გარდა, ქეთევან არბოლიშვილი და ნატელა ბოლატაევა იცავდნენ, 42 მონაწილეს შორის მე-9 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114666