ფეხბურთი

11:52 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: „ვშიშობ, აზარი „რეალში“ არასწორ მომენტში გადავიდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ახლა კი ტელეანალიტიკოსმა, რიო ფერდინანდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ედენ აზარმა „ჩელსიდან“ „რეალში“ გადასვლის არასწორი მომენტი შეარჩია.

„როცა ისეთ დიდ კლუბში გადადიხარ, როგორიც მადრიდის „რეალია,“ იმის უფლება უნდა მოიპოვო, რომ ხშირად გაძლევდნენ ბურთს. აზარმა რაღაც განსხვავებული უნდა აჩვენოს ვარჯიშებზეც და ოფიციალურ მატჩებშიც.

ედენს ვქომაგობ და ვშიშობ, „რეალში“ არასწორ მომენტში გადავიდა. ეს გუნდი ახლა იზრდება, ჯერ არ არის მზად მწვერვალების დასაპყრობად. ფეხბურთელების თვალებში არ ჩანს ნაპერწკალი. ეს აზარზე იმოქმედებს. შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშიც.“ - უთხრა ფერდინანდმა BT Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116163