ფეხბურთი

9:06 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „პარი სენ-ჟერმენმა“ გუნდური თამაშით გაიმრჯვა“

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ (3:0), ჟუნალისტებს უთხრა, რომ მისმა შეგირდებმა სტუმრებს გუნდურობით აჯობეს.

„ახლა ვინმემ რომ მკითხოს, მოვიგებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგას, ავდგები და წავალ. „რეალს“ გუნდურობით ვაჯობეთ. კარგად ვირჯებოდით როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ბიჭები კარგად მუშაობენ და დღეს ჩვენ ეს დავამტკიცეთ. თუმცა, ყოველ მესამე დღეს ასე თამაში ძნელი იქნება.

ნეიმარის, მბაპესა და კავანის გარეშე თამაში, სადღაც გვეხმარება კიდეც. სხვა მოთამაშეები უფრო ჩნდებიან. ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ტურნირის ფავორიტები არ ვართ და ეს მოთამაშეებს ზეწოლისგან ათავისუფლებს.

დი მარიამ წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ასე შეუძლია თამაში (არგენტინელმა დუბლი მიითვალა), მისი მარცხენა ფეხი ჯადოსნურია. ის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა, პასებიც მშვენიერი აქვს და დაცვაშიც ჩინებულად ირჯება.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118021