ფეხბურთი

4:38 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტი და ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ზაგრების „დინამომ“ ბერგამოს „ატალანტა“ 4:0 გაანადგურა და ამ შეხვედრის გმირი მისლავ ორშიჩი გახდა.

26 წლის ხორვატს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ასევე დებიუტანტი „ატალანტას“ კარი სამჯერ დაელაშქრა. შედეგად, ბალკანელი „დინამოს“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ცნობისთვის, პირველ ტურში კიდევ ერთმა დებიუტანტმა ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა ჰეთ-თრიქი და პირველად მოხდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომ ერთ ტურში ორმა დებიუტანტმა სამ-სამი გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122282