ფეხბურთი

20:05 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ალბა მოისაკლისა

კატალონიის „ბარსელონას“ მარცხენა მცველი ჟორდი ალბა გამოაკლდა. ესპანელმა ტრავმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც სერხი რობერტომ შეცვალა.

ამის წყალობოთ, მარცხენა მცველის პოზიცია მეორე ტაიმში ნელსონ სემედუმ ჩაიბარა, რომელმაც საჯარიმოში ჯეიდონ სანჩო წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია.

ალბას დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, მინიმუმ სამი კვირა გაუცდება.

„ბარსელონას“ განკარგულებაში პირინელის გარდა, კიდევ ერთი მარცხენა მცველია, ჟუნიორ ფირპო, რომელსაც მიმდინარე სეზონში მხოლო 9 წუთი აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11175