ფეხბურთი

19:10 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცოს ზღაპარი: 2017 წელს სერია C-ში, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი დებიუტი

„ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში (2:0) ჯოვანი დი ლორენცოს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. 26 წლის იტალიელმა მარჯვენა მცველმა ჩინებული თამაში ჩაატარა მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ რობერტსონისა და სადიო მანეს წინააღმდეგ უწევდა გარჯა.

დი ლორენცოს ისტორია ზღაპარს ჰგავს, რადგან მის კარიერაში მოვლენები ძალიან სწრაფად და რადიკალურად შეიცვალა. სამი წლის წინ ჯოვანი იტალიის რანგით მესამე დივიზიონში, სერია С-ში ირჯებოდა და 2015-2017 წლებში სრულიად უცნობი „მატერას“ მაისური ეცვა.

2017 წელს „ემპოლიში“ გადავიდა, ჯერ სერია B-ში გაისარჯა, ხოლო გასულ სეზონში სერია A-ში ჰქონდა სადებიუტო სეზონი. დი ლორენცომ შარშან ჩინებული ბურთაობით ყურადღება მიიპყრო და „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, სადაც მრავლის მნახველი კარლო ანჩელოტი თამამად ანდობს დაცვის მარჯვენა ფლანგს.

სხვათა შორის, ნეაპოლელთა რიგებში მისი კარიერა ახლახან დაიწყო, მაგრამ უკვე მოასწრო გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც. როგორც იტალიური მედია წერს, მისი მომდევნო ზღაპრული ნაბიჯი იტალიის ნაკრებში დებიუტი იქნება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11803