კალათბურთი

15:51 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაზლაუსკასი: „მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სისტემა ევროპულ კალათბურთს კლავს“

ლიეტუვის საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იონას კაზლაუსკასმა, ის სისტემა გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს.

„ეს უცნაური სისტემაა. შესაძლოა, ის კარგია ფილიპინებისვის, მაგრამ ანადგურებს ევროპულ კალათბურთს.“ - ციტირებს კაზლაუსკასის სიტყვებს თავისი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი დონატას ურბანსი.

კაზლაუსკასმა ფიფას გენერალური მდივანი, ანდრეას ზაგკლისიც გააკრიტიკა.

„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვინა არის ეს ყმაწვილი? საბერძნეთში ოთხ წელიწადს ვინმუშავე და მის შესახებ არაფერი გამიგია. ვინ იცნობს მას საკალათბურთო სამყაროში? რა იდეები აქვს? როგორ აპირებს საკალათბურთო პრობლემების გადაწყვეტას?“

0.118933