ფეხბურთი

10:48 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: „ჩელსის“ უნდა მოეგო, ან ფრედ მაინც ეთამაშა“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ჟურნალისტებს „ვალენსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მარცხის (0:1) შესახებ უამბო.

„ჩვენ უნდა მოგვეგო, ან ფრედ მაინც გვეთამაშა. ბევრი მომენტი შევქმენით, პენალტი მოვიპოვეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მათ კი ერთხელ დაარტყეს კარის ჩარჩოში და გაიტანეს. ეს კიდევ ერთი გაკვეთილია, რომელიც ამტკიცებს, რაოდენ რთულია ჩემპიონთა ლიგაში თამაში. წინ კიდევ ხუთი მატჩია, მაგრამ ამ საღამოს მეტისთვის უნდა მიგვეღწია.

პირველ საშინაო შეხვედრაში წაგება დამატებით პასუხისმგებლობას გვანიჭებს. მით უმეტეს, რომ შემდეგ ორ შეხვედრას სტუმრად გავმართავთ. ახლა მეტი კონცენტრაცია დაგვჭირდება, რათა ერთ-ერთ მათგანში მაინც მივაღწიოთ დადებით შედეგს.“ - უთხრა ლამპარდმა კლუბის პრესსამსახურს.

0.119339