ფეხბურთი

19:46 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნევილმა მსოფლიოში საუკეთესო საყრდენი ნახევამრცველი დაასახელა

ინგლისის ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ლეგენდარული მცველი გარი ნევილი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტია, მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი დაასახელა. ნევილის აზრით საუკეთესო "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბიანოა.

"ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი "ლივერპულის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ფაბიანოა. ის ბრძოლას არ ერიდება და ბევრ ორთაბრძოლას იგებს. რაც ყველზე მნიშნელოვნაია, ბრაზილიელს ბურთი უკან არ მოაქვს და ცდილობს შეტევაზე იყო ორიენტირებული"- განაცხადა ნევილმა.

ფაბიანო 2018 წელს "ლივერპულში" "მონაკოდან" 46 მილიონ ევროდ გადავიდა. განვლილ სეზონში ფაბიანომ ყველა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143888