ფეხბურთი

17:09 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" ფეხბურთელის რეაქცია, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გვერდზე თავისი ფოტო აღმოაჩინა

ბერგამოს „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია, რომელიც პირველ შეხვედრას ევროპის მთავარ ტურნირზე ოთხშაბათს ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის გვერდმა კი პოსტი გამოაქვეყნა სათაურით: „ამ კვირაში „ატალანტა“ ჯგუფურ ეტაპის პირველ თამაშს ჩაატარებს. რომელ კლუბებს ჰქონდათ ყველაზე დასამახსოვრებელი სადებიუტო სეზონი?“

აღსანიშნავი ისაა, რომ ხსენებულ სათაურს ფოტო დაურთეს, სადაც დუვან ძაპატასთან ერთად მარტენ დე რუნია ასახული. სწორედ დე რუნის სახის გამომეტყველება იყო საინტერესო, რაზეც თავად ჰოლანდიელმა ფეხბურთელმაც იხუმრა, რადგან როგორც ჩანს საკუთარი იერით მოხიბლული ვერ დარჩა.

მარტენმა თავის ტვიტერში გააზიარა აღნიშნული პოსტი:

„როგორც იქნა ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ და ეს არის ფოტო, რომელიც მათ გამოაქვეყნეს“, - დაწერა დე რუნმა.

შეგახსენებთ, რომ ბერგამოს „ატალანტამ“ გასულ სეზონში სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა. სადებიუტო შეხვედრას კი ზაგრებში „დინამოსთან“ გამართავს. გარდა ამისა, ქვეჯგუფში „მანჩესტერ სიტისა“ და დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგობაც ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110906