კალათბურთი

17:11 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბასკონიამ” ბასკეთის თასი მოიგო

ბასკეთის თასი, რომელიც ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება და რომელშიც ესპანეთის ამ რეგიონის 2 საუკეთესო გუნდი ერკინება, თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მოიგო. ვიტორიელებმა სათასო მატჩში ბილბაოს “რეტაბეტი” 66:55 დაამარცხა.

ყველაზე მეტი ბილბაოელმა კულბოკამ ჩააგდო, შენგელია კი “ბასკონიას” ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 15 ქულაა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ამერიკელმა მეტ ჯენინგმა (რომელიც თოკოს თანაგუნდელია) შეხვედრა 7 ქულით დაასრულა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116302