სხვა

15:50 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალექს წივწივაძის შესანიშნავი შედეგი სლოვაკეთში: სამი დისტანცია - სამი ოქრო! (+VIDEO)

სამი დისტანცია - სამი ოქრო! ეს შედეგი დააფიქსირა სკოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ნიჩბოსნობის ტურნირზე ალექსი წივწივაძემ.

ქართველმა ნიჩბოსანმა საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შეჯიბრის სამივე დისტანცია პირველ ადგილზე დაასრულა, ასეთი შედეგი კი საქართველოს სახელით მოასპარეზე არცერთ სპორტსმენს არ ჰქონია.

ჩვენებურმა უმაღლესი დონის შეჯიბრებაზე ჩემპიონსა და პრიზიორებს შორის სხვაობა საგრძნობი უპირატესობით დაასრულა, მაშინ როდესაც აღნიშნულ სპორტის სახეობაში გამარჯვებულის გამოვლენას ხშირად ფოტოფინიშით ადგენენ.

1000 მეტრის დისტანცია წივწივაძემ 4 წუთსა და 30 წამში დაფარა და მეორე ადგლოსან უნგრელ ბოშორმენ ბენდეგუზს 8 წამით აჯობა.

500 მეტრზე გაცურვა კი წუთსა და 59 წამში დაასრულა და იგივე უნგრელ სპორტსმენს 7 წამით გადაასწრო. 200 მეტრიანი დისტანციის დაფარვას ქართველმა 43 წამი მოანდომა და ბელარუს იაჰორ ჩუიანუს 1 წამით აჯობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსი სამივე დისტანციის შესარჩევიდან ფინალში საუკეთესო დროით გადავიდა.

ამ გამარჯვების შემდგომ ნიჩბოსნობის ფედერაციამ ახალგაზრდა სპორტსმენს ახალი ნიჩაბი გადასცა. თუმცა პრობლემა უფრო ღრმაა და ალექსის საკუთარი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნავი არ გააჩნია. შეჯიბრებებზე ჩვენებური ადგილზე ნაქირავები ნავით გადის და მისი წარმატება ორმაგად დასაფასებელია. ზოგჯერ კი ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქართველი მისი წონისთვის შეუსაბამო ნავებით ასპარეზობდა.

0.129248