სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:07 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოსაწყენი "მილანი", "რომას" პირველი გამარჯვება და დრამა "რიგამონტიზე"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში პირველ გამარჯვებას გაუსინჯა გემო „რომამ“, „მილანმა“ ზედიზედ მეორე მოიგო, ჰენრიხ მხითარიანმა იტალიური დებიუტი გოლით აღნიშნა, ხოლო „სტადიო რიგამონტიზე“ ნამდვილი თრილერი შედგა.

დღის დასკვნითი შეხვედრა ვერონაში შედგა, სადაც მასპინძელი „მილანს“ დაუხვდა. მარკო ჯამპაოლოს გუნდი ჯერ კიდევ თამაშის ძიების პროცესშია, მაგრამ მიჯრით მეორე თამაში კი მოიგო და ქულებსაც აგროვებს. სხვა საქმეა, რომ „როსონერის“ თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. „სტადიო ბენტეგოდიზე“ „ვერონას“ მარიუშ სტეპინსკი 21-ე წუთზე გაუძევეს და კაცნაკლულ მეტოქესთან „მილანს“ ძალიან გაუჭირდა. მეტიც, რომ არა გამართლება, ლომბარდიული გრანდი ალბათ ვერც მოიგებდა. „მილანმა“ გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე გაიტანა, როდესაც კშიშტოფ პიონტეკმა პენალტი დაარტყა ზუსტად. პენალტი, რომელიც საჯარიმოში ხელზე მოხვედრის გამო დანიშნეს მასპინძელთა კარში. სამართლიანადაც, მაგრამ ვაი თუ მცველს ბურთი არ მოხვედროდა ხელზე, „მილანის“ დაკარგულ ორ ქულას კაცნაკლულ და არცთუ ისე მძლავრ „ვერონასთან“, რა გამართლება ექნებოდა? მეტიც, ივან იურიჩის გუნდი მიუხედავად ყველა ფაქტორისა, გულზე ხელდადებული არ ყოფილა და ჯანლუიჯი დონარუმა რამდენჯერმე სერიოზულადაც შეაწუხა. ასე იყო თუ ისე, „მილანმა“ მოიგო 6 ქულა დააგროვა და ახლა წინ მნიშვნელოვანი დუელი აქვს თანაქალაქელ „ინტერთან“.

ზედიზედ ორი ფრის შემდეგ, როგორც იქნა იმარჯვა „რომამ“, რომელმაც „სასუოლოს“ აჯობა და პაულუ ფონსეკას პირველი იტალიური გამარჯვებაც შედგა. „ჯალოროსიმ“ მეტოქეს განსაკუთრებით 9-წუთიან ინტერვალში გადაურბინა, როდესაც სამი გოლი გაუტანა. ჯერ ბრაიან კრისტანტემ, მერე ედინ ჯეკომ და ბოლოს ჰენრიხ მხითარიანმა, რომელსაც „რომაში“ დებიუტი ჰქონდა. ტაიმის ბოლოს ჯასტინ კლუივერტმაც გაიტანა და ყველანაირი ინტრიგა მოსპო. სხვათა შორის, სამი საგოლე პასი ლორენცო პელეგრინიმ მიითვალა, ვინც დიდებული თამაში ჩაატარა. მეორე ტაიმში „რომა“ მოდუნდა და დომენიკო ბერარდისგან ორი გოლიც მიიღო. საერთოდ, იტალიელი ჩინებულ ფორმაშია, წინა ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ახლა დუბლი (პირველ ტურში არც უთამაშია) და ბომბარდირთა დავას 2 მატჩში გატანილი 5 გოლით სათავეში ჩაუდგა. მიუხედავად ბერარდის ჩინებული გარჯისა, მისი გუნდი დედაქალაქში ხელმოცარული დარჩა - 2:4.

ნამდვილი დრამა იხილა „სტადიო რიგამონტიზე“ შეკრებილმა ტიფოზერიამ, სადაც „ბრეშამ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა. ეს იყო ლომბარდიელთა პირველი საშინაო თამაში ელიტაში დაბრუნების შემდეგ საქმეს თავი ჩინებულად შეუდგნენ. ალფრედო დონარუმამ დუბლი შეასრულა, ერთიც ანდრეა კისტანამ თავით გაიტანა, რის საპასუხოდაც „ბოლონიამ“ პირველ ტაიმში ერთი გოლი გაიტანა. თუმცა, შესვენების შემდეგ მუსიკა სრულიად შეიცვალა. ჯერ დანიელე დესენამ სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ბრეშა“ 10 ფეხბურთელის ამარა დატოვა, მერე კი „ბოლონიამ“ დიდებული ქამ-ბექი გამოაცხო, მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და თამაში, რომელსაც 1:3 მარცხდებოდა, 4:3 მოიგო. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს სამ ტურში 7 ქულა აქვს და ასეთი კარგი სტარტი „ბოლონიას“ ბოლოს 2002-2003 წლების სეზონში ჰქონდა.

ბერგამოს „ატალანტამ“ დუვან ძაპატას შედევრალური გოლით მოიგო. გენუაში, „ჯენოასთან“, ლუის მურიელმა და დომენიკო კრიშიტინომ პენალტები გაცვალეს და თითქოს გუნდებს ქულებიც უნდა გაენაწილებინათ, როდესაც ძაპატამ გაისროლა და ულამაზესი გოლით „ატალანტას“ მოაგებინა.

რომის „ლაციო“ ფერარაში „სპალს“ დაუპირისპირდა და ტაიმი ჩირო იმმობილეს პენალტით მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში ორჯერ გაუშვა და უქულოდ დაბრუნდა რომში. სამაგიეროდ, პარმადან სამი ქულით მოუწია სარდინიაზე ჩასვლა „კალიარის“, რომელმაც ემილიელები 3:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველად იმარჯვა. მესამე ტური კი ორშაბათს, „ტორინოსა“ და „ლეჩეს“ მატჩით დასრულდება. ტურინელები ჯერჯერობით უდანაკარგოდ თამაშობენ, პულიელები კი - უქულოდ.

„ჯენოა“ – „ატალანტა“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 მურიელი (64, პენ), 1:1 კრიშიტო (90, პენ), 1:2 ძაპატა (90)

„ბრეშა“ – „ბოლონია“ 3:4 (3:1)

გოლები: 1:0 დონარუმა (10), 2:0 დონარუმა (19), 2:1 ბანი (36), 3:1 კისტანა (42), 3:2 პალასიო (56), 3:3 დენსვილი (60), 3:4 ორსოლინი (80)

„პარმა“ – „კალიარი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ჩეპიტელი (23), 0:2 ჩეპიტელი (39), 1:2 ბარილა (58), 1:3 სიმეონე (77)

„სპალი“ – „ლაციო“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 იმმობილე (17, პენ), 1:1 პეტანია (63), 2:1 კურტიჩი (90)

„რომა“ – „სასუოლო“ 4:2 (4:0)

გოლები: 1:0 კრისტანტე (12), 2:0 ჯეკო (19), 3:0 მხითარიანი (22), 4:0 კლუივერტი (33), 4:1 ბერარდი (53), 4:2 ბერარდი (72)

„ვერონა“ – „მილანი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პიონტეკი (68, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110365
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X