კალათბურთი

15:45 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთმა ავსტრალია 67:59 დაამარცხა და ბრიჯაოს მედალი მოიპოვა.

საფრანგეთმა ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც მათთვის საუკეთესო შედეგია.

რაც შეეხება შეხვედრას, ავსტრალია მატჩის სტარტზევე დაწინაურდა, კოლეს შეგირდებმა პირველ სამ პერიოდში წინ გასვლა ერთხელაც კი ვერ მოახერხეს, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ევროპელებმა 25:13 მოიგეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა ნანდო დე კოლომ ჩააგდო. ავსტრალიაში 17 ქულით ჯო იგლესი გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112294