ჩოგბურთი

13:16 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ნორვეგიასთან დამარცხდა

დევისის თასის მე-2 ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩში საქართველო ნორვეგიასთან 1:3 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე მოასპარეზე საქართველოს ნაკრები თავიდანვე განწირული გახლდათ.

პირველ შეხვედრაში ალექსანდრე მეტრეველმა ვიქტორ დურასოვიჩი 7:5, 6:4 დაამარცხა. შემდეგ ნორვეგიელთა ლიდერმა კასპერ რუდმა გიორგი ცივაძეს 6:1, 6:0 აჯობა. წყვილთა თანგრიგში რუდი-დურასოვიჩის დუეტმა მეტრეველი-ბაკშის წყვილს 6:4, 6:3 მოუგო და სკანდინაველები 2:1 დაწინაურდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში კასპერ რუდმა მეტრეველს 6:3, 6:2 მოუგო და სერია 3:1 მოიგეს.

2020 წელს საქართველო მეორე ჯგუფში დასარჩენად იბრძოლებს.

0.131366