კალათბურთი

14:40 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოგდანოვიჩმა 3-ქულიანებით შვიდ ქვეყანას აჯობა

მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის მატჩში სერბეთმა ჩეხეთი 90:81 დაამარცხა. სერბებს 31 ქულით ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა, რომელმაც შვიდი ზუსტი სამქულიანი ჩააგდო.

ბოგდანოვიჩს მთლიანად ტურნირზე 35 სამქულიანი დაუგროვდა, რითაც შვიდ ნაკრებს აჯობა, ესენი არიან დომინიკის რესპუბლიკა (33 სამქულიანი), იორდანია (32), სენეგალი (30), იაპონია (27), ჩინეთი (27), პუერტო რიკო (25), ლიეტუვა (23).

ბოგდანოვიჩმა 35 სამქულიანი 66 მცდელობიდან ჩააგდო. მსოფლიო ჩემპიონატზე ბოგდანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 22.9 ქულას, 4.4 პასს და 4.1 მოხსნას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127775