ფეხბურთი

1:06 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარის ოფიციალური დებიუტი „რეალში“

მიჯრით ორი ფრის შემდეგ, „რეალისთვის“ გამარჯვების გარდა ნებისმიერი შედეგი დიდი ჩავარდნის ტოლფასი იქნებოდა და ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ამოცანას თავი გაართვეს - 3:2 გაიმარჯვეს. თუმცა, ორი განსხვავებული ტაიმი კი გამოუვიდათ. პირველში „სამეფო კლუბის“ უპირატესობა თვალნათელი იყო, მათ სამი გოლი გაუტანეს სტუმრებს. მეორეში კი „ლევანტემ“ თავისი იშვიათი მომენტები მაქსიმალურად გამოიყენა და მადრიდელები საკმაოდაც ანერვიულა.

მნიშვნელოვანი ამ მატჩში ის იყო, რომ „რეალის“ შემადგნლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ახალწვეულ ედენ აზარს. ის შეცვლაზე შევიდა კაზემიროს ნაცვლად და მინდორზე ნახევარ საათს დაჰყო.

„ბედმიერი ვარ, რომ ჩემი დებიუტი „რეალის“ გამარჯვებას დაემთხვა. როცა ტრავმის შემდეგ მოედანზე ბრუნდები, ძნელია თავიდანვე რითმს აჰყვე. დროა საჭირო.

3:2 მთლად კომფორტული ანგარიში არ არის, მაგრამ მთავარია, გავიმარჯვეთ. ახლა მნიშვნელოვანი მატჩები გველის პსჟ-სთან და „სევილიასთან,“ მაგრამ ჩვენ მზად ვართ.“ - თქვა შემდეგ აზარმა.

„ბარსელონამ“ ტურის ცენტრალურ მატჩში „ვალენსია“ 5:2 გაანადგურა და სტუმართა მწვრთნელ ალბერტ სელადესს დებიუტი ჩაუმწარა. კატალონიელებს ტრავმის შემდეგ ლუის სუარესი დაუბრუნდა და დუბლიც მიითვალა. მაგრამ გმირი ამჯერად 16 წლის ანსუ ფატი გახდა. მან ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ ჰოლანდიელ ფრენკი დე იონგს უპასა საგოლედ. ეს ყმაწვილი სასწაულებს სჩადის. ჯერ იყო და, 25 აგვისტოს დებიუტი ჰქონდა „ბეტისის“ წინაღმდეგ. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა კატალონიური კლუბის შმადგენლობაში ბოლო 78 წლის განმავლობაში.

ექვსი დღის შემდეგ, პირველი გოლიც გაიტანა „ოსასუნას“ კარში და ყველაზე ახალგაზრდა ბარსელონელი მეგოლე გახდა. „ვალენსიასთან“ მატჩზე უკვე ვთქვით.

მოულოდნელად დამარცხდა ლიდერი „ატლეტიკო.“ დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ზემოტივირებულ ბასკებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც პირველ საფეხურზე რჩებიან.

ესპანეთი

პრიმერა. მე-4 ტური. 14 სექტემბერი

რეალი - ლევანტე 3:2

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 60 401

1:0, 2:0 ბენზემა (25, 31), 3:0 კაზემირო (40), 3:1 მაიორალი (49), 3:2 მელერო (75)

რეალი: კურტუა, მარსელო, რამოსი (მილიტაო 60), ვარანი, კარვახალი, კაზემირო (აზარი 60), კროოსი, ხამესი, ვასკესი, ვინისიუსი, ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ლევანეტე: ფერნანდესი, კლერი, პოსტიგო, დუარტე (მელერო 68), ვეზუ, მირამონი, კამპანია, ვუკჩევიჩი (ბარდჰი 56), როჩინა (მარტი 68), მორალესი, მაიორალი

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: კაზემირო (28), ვასკესი (40); ვეზუ (80), კლერი (90)

ბარსელონა - ვალენსია 5:2

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 81 617

1:0 ფატი (3), 2:0 დე იონგი (7), 2:1 გამეირო (29), 3:1 პიკე (52), 4:1, 5:1 სუარესი (61, 82), 5:2 გომესი (90+2)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, სემედუ, არტური (ვიდალი 73), ბუსკეტსი, დე იონგი (რაკიტიჩი 70), ფატი (სუარესი 60), პერესი, გრიზმანი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ვალენსია: სილესენი, გაია, პაულისტა, გარაი, ვასი, გედეში (ჩერიშევი 69), პარეხო, კოკლენი, ტორესი (ინი 68), როდრიგო (გომესი 72), გამეირო

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

მსაჯი: ხოსე მარტინესი

გაფრთხილება: ალბა (54); როდრიგო (31), ინი (69), გომესი (78), ჩერიშევი (84)

ლეგანესი - ვილიარეალი 0:3

0:1 ხერარდი (26), სილვა (39 საკ. კარში), 0:3 ხერარდი (90+3)

სოსიედადი - ატლეტიკო 2:0

1:0 ედეგორი (58), 2:0 მონრეალი (61)

13 სექტემბერი

მალიორკა - ბილბაო 0:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131866