სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:25 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერმკრთალი "იუვე" და გალიდერებული კონტეს "ინტერი"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A ეს-ესაა დაიწყო, მაგრამ ანტონიო კონტეს „ინტერმა“ ტურინის „იუვენტუსს“ უკვე ზემოდან დახედა. ბუნებრივია, ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა დასკვნების გასაკეთებლად, მაგრამ განვლილ სამ ტურში მილანური გუნდი უფრო მობილიზებული გამოიყურება, ვიდრე მისი ისტორიული მეტოქე.

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი ისეთი გამოვიდა, რომ ნამდვილად უკეთესს ინატრებდა ადამიანი. მოგეხსენებათ, სარი პნევმონიის გამო წინა ტურებში თავის გუნდთან ერთად არ ყოფილა. ფლორენციაში კი, „იუვეს“ ძალიან გაუჭირდა და მეტად კმაყოფილი უნდა იყოს, რომ უქულოდ არ დარჩა. საერთოდ, „არტემიო ფრანკიზე“ ტურინელთათვის თამაში ყოველთვის რთულია და მითუფრო ახლა, როცა ვინჩენცო მონტელას გუნდი უქულოდ იყო და ორმაგი მოტივაციით თამაშობდა. უშუალოდ, შეხვედრა მეტად მოსაწყენი გამოვიდა და თითო-ოროლა მომენტი შეიქმნა, ისიც ტურინელთა კართან. „იუვენტუსი“ კი შეტევაში ძალზე პასიური გახლდათ და გოლის გატანა არც დაუმსახურებია. „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე სარის ახლა ის უფრო უნდა აღელვებდეს, რომ სამივე ცვლილების გაკეთება იძულებით, ტრავმების გამო მოუწია. პირველ ტაიმში დუგლას კოშტა და მირალემ პიანიჩი დაშავდნენ, მეორე ნახევარში მათ გზას დანილოც გაუდგა. ასე იყო თუ ისე, „ბებერმა ქალბატონმა“ ორი ქულა დაკარგა, უფრო სწორად ერთი ქულა მოიპოვა, თამაშის სურათიდან გამომდინარე.

მოსისხლე მტრის წაფორხილებით კარგად ისარგებლად მილანის „ინტერმა“, რომელმაც შინ „უდინეზეს“ სტეფანო სენსის კინკილა გოლით აჯობა. ჩია ტანის ნახევარმცველი საოცარ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე გოლი გაიტანა. ცნობისთვის სეზონში მისი საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე სწორედ 2 გოლი იყო და შესაბამისად, პირადი მიღწევა გაიმეორა და გაუმჯობესებისთვის მთელი სეზონი წინ აქვს. სხვათა შორის, სენსიმ თავისი სიმაღლის მიუხედავად, გოლი თავით გაიტანა და „ინტერს“ მოროგი სამი ქულა მოუტანა. ანტონიო კონტეს გუნდი უდანაკარგოა და ერთპიროვნულად გალიდერდა (ყოველშემთხვევაში „ტორინოს“ მატჩამდე ასეა). მილანელებმა „უდინეზემდე“, „ლეჩესა“ და „კალიარის“ აჯობეს, თუმცა ამ გუნდების ძალიდან გამომდინარე რეალური „ინტერის“ შეფასება ნაადრევი იქნება. ვთქვათ ისიც, რომ ალექსის სანჩესის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა და შეეძლო გოლიც გაეტანა, მაგრამ მეკარე მუსომ არ დაანება.

მოიგო „ნაპოლიმაც“, რომელმაც უქულოდ მოასპარეზე „სამპდორიას“ თითო ტაიმში დრის მერტენსის თითო გოლი აკმარა. ბელგიელს მეორე გოლის დროს ასისტენტობა ფერნანდო ლორენტემ გაუწია, რომელიც იტალიაში დაბრუნდა და „აძურის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. კარლო ანჩელოტის გუნდს ახლა 6 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა.

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 0:0 (0:0)

„ნაპოლი“ – „სამპდორია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მერტენსი (13), 2:0 მერტენსი (67)

„ინტერი“ – „უდინეზე“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სენსი (44)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110184
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X