ფეხბურთი

19:29 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოსტა ტრავმირებულია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა დუგლას კოსტამ "ფიორენტინასთან" გამართულ სერია A-ს მესამე ტურის მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და მერვე წუთზე ფედერიკო ბერნარდესკიმ შეცვალა. ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმე ცნობილი არაა.

სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ორი შეხვედრა ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასული სეზონის ნახევარი კოსტამ სხვადასხვა ტრავმის გამო გამოტოვა და მხოლოდ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.109613