ჭიდაობა

16:36 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სიტილით ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია ფინალში გავიდა.

55 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ჩინებულად იჭიდავა და ნახევარფინალში იაპონელ შოთა ოგავას აშკარა უპირატესობით, 8:0 აჯობა. ნუგზარს აზიელმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მატჩი ვადაზე ადრე, პირველივე პერიოდში დასრულდა.

იქამდე წურწუმიამ ჩინელი ლუგუო ჩაო (9:0) და რუსი ვიტალი კაბალოევი (8:3) დაამარცხა. ფინალში ნუგზარი ყაზახეთის წარმომადგენელ ხორლან ჟაკანშას დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ხვალ, 15 სექტემბერს გაიმართება.

აქვე ვთქვათ, რომ დღესვე ნახევარფინალში იჭიდავებს ლაშა გობაძე (82 კგ), რომელიც უზბეკ ნურბეკ ხაშიმბეკოვს დაეჭიდება.

0.115288