ფეხბურთი

15:37 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი ყატარში გადადის

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩიშესაძლოა ყატარში გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ხორვატი „ალ-დუჰაილთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

აღსანიშნავია, რომ ყატარში სატრანსფერო ფანჯარა 30 სექტემბრამდეა ღია და შესაბამისად, ტრანსფერის განხორციელება მიმდინარე თვის ბოლომდე შესაძლებელია.

მანჯუკიჩი მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა და იქედან გამომდინარე, რომ ხორვატს ტრავმა არ აწუხებს, ეს გადაწყვეტილება სწორედ მოსალოდნელი ტრანსფერით აიხსნება. საინტერესოა ისიც, რომ მარიო „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ შეიყვანა.

„ალ-დუჰაილის“ გარდა, ვეტერან ფორვარდს ამერიკულ „ლოს ანჯელესს“ უკავშირებენ. შეგახსენებთ, მარიო მანჯუკიჩი „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს, ხოლო მანამდე „ატლეტიკოს“, „ბაიერნის“, „ვოლფსბურგისა“ და ზაგრების „დინამოს“ რიგებში ირჯებოდა.

0.116696