ფეხბურთი

1:36 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზი რუსეთში - ძიუბამ აზმუნს მოედნის დატოვება ორიგინალურად აიძულა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში გათამაშების ლიდერმა „ზენიტმა“ „არსენალი“ 3:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.

მატჩის 75-ე წუთზე კი, კურიოზულ მომენტს ჰქონდა ადგილი. სანქტ-პეტერბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სემაკმა სარდარ აზმუნის შეცვლა გადაწყვიტა. თუმცა, ირანელს მოედანის დატოვება არ სურდა და არც აპირებდა ამის გაკეთებას.

სწორედ მაშინ, საქმეში არტიომ ძიუბა ჩაერთო და აზმუნს მოედნის დატოვება აიძულა - ხელში აიყვანა და მიანიშნა, რომ მწვრთნელს დამორჩილებოდა. ძიუბას ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე ირანელის ხელში აყვანა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა...

ცნობისთვის, „არსენალის“ დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ, მაგრამ მის გუნდს სახლში დაბრუნება უქულოდ მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112456