ფეხბურთი

21:30 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი ერთი თვე ვერ ითამაშებს

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი ტრავმირებულია. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელს კოჭი აწუხებს, თუმცა არ დაკონკრეტებულა თუ რამდენი ხნით იუქმებს. Goal-ის ინფორმაციით კი ფეხბურთელს ერთი თვე გაუცდება.

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში "არსენალი" პრემიერლიგაში "უოტფორდს", "ასტონ ვილას", "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ბორნმუთს" დაუპირისპირდება. "მეთოფეები" ევროპა ლიგაზე ორ მატჩს "აინტრახტის" და "სტანდარტის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მიმდინარე სეზონში ლაკაზეტიმ ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.251976