ფეხბურთი

18:59 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლაპორტი თებერვალში, სანე კი სეზონის ბოლოს დაგვიბრუნდება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნორვიჩთან“ მატჩის წინ ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აიმერიკ ლაპორტი და ლეროი სანე მიმდინარე წელს მოედანზე ვერ გავლენ.

„ლაპორტი? ხუთი ან ექვსი თვე გაუცდება. მომდევნო წელს ჩვენთან ერთად ნამდვილად იქნება, იანვარში ან თებერვალში. სანეს რაც შეეხება, ბოლო ნაწილსში, სეზონის დასრულებამდე დაგვიბრუნდება“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ პრემიერლიგაში 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს მოპოვებული და ლიდერ „ლივერპულს“ 2 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110221