კალათბურთი

16:53 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ პრეზიდენტს საკალათბურთო გუნდის NBA-ში ჩართვა სურს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკალათბურთო გუნდის NBA-ში ჩართვა უნდოდა, მაგრამ ნაციონალური ასოციაციის ხელმძღვანელებმა უპასუხეს, რომ თუ საერთოდ ასე მოხდა, ახლო მომავალში ეს არ განიხილება.

„რეალი“ ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერია. 2017-18 წლების სეზონში, მათ ევროლიგა მეათედ მოიგეს. გასულ სეზონში კი მესამე ადგილზე დაასრულეს ტურნირი. ამ შეჯიბრს ადრე ჩემპიონთა თასი ერქვა, რომელიც თბილისის „დინამომაც“ მოიგო 1961 წელს. საინტერესოა, რომ ჩვენებმა ფინალში მაშინ სწორედ „რეალი“ დაამარცხეს.

„კალათბურთში ბევრ უსარგებლო მატჩს ვატარებთ. ჯობს ნაკლები ვითამაშოთ და ხარისხიანად. ევროპული ლიგის ჩამოყალიბების ვარიანტიც შევისწავლეთ. ჩემი ოცნებაა „რეალი“ NBA-ში ვიხილო. გუნდის აღმოსავლეთ კონფერენციაში ჩართვა ვითხოვე, მაგრამ მიპასუხეს, რომ მანამდე ჯერ შორია.“ - უთხრა პერსმა BeSoccer-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110556