ფეხბურთი

15:51 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელია აგვისტოში

ინგლისური პრემიერლიგის ოფიციალურ ტვიტერზე იმ მწვრთნელის ვინაობა დასახელდა, ვინც აგვისტოს საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.

პრიზის მფლობელი „ლივერპულის“ დამრიგებელი, იურგენ კლოპი გახდა. გასულ თვეში მერსისაიდელებმა „ნორვიჩს“ (4:1), „საუთჰემპტონს,“ (3:1), „არსენალს“ (3:1) და „ბარნლის“ (3:0) მოუგეს. 12 გოლი გაიტანეს და მხოლოდ სამი გაუშვეს.

ამისდაკვალად, კლოპის შეგირდები, 4 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერები არიან.

კლოპის გარდა, აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელობის ნომინანტები „მანჩესტერ სიტის“ პეპ გვარდიოლა, „კრისტალ პალასის“ როი ჰოჯსონი და „ლესტერის“ ბრენდან როჯერსი იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122148