კალათბურთი

14:47 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა ავსტრალიისას 95:88 მოუგო და პირველი ფინალისტი გახდა. მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

ჯამში გუნდებმა ორი ოვერტაიმი ითამაშეს.

პირველი მეოთხედი ესპანელებმა ერთი ქულით მოიგეს. დიდ შესვენებაზე კი ავსტრალიელები ექვსქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეასმე მეოთხედში ევროპელებმა ისევ ერთი ქულით იძალეს. ძირითადი დრო ფრედ 71:71 დამთავრდა და ოვერტაიმი დაინიშნა.

თამაშის ბედი მეორე ოვერტაიმში გადაწყდა. ესპანელებმა 95:88 გაიმარჯვეს.

ფინალში ესპანელების მეტოქე არგენტინა - საფრანგეთს შორის გამარჯვებული იქნება. მათი შეხვედრა დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

0.112989