ფეხბურთი

10:23 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ის ქომაგები, ნეიმარის გამო, „რეალთან“ მატჩის ბოიკოტით იმუქრებიან

„პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრები კვლავაც აგრესიულად არიან განწყობილნი სკანდალური თავდამსხმელის, ნეიმარის წინააღმდეგ - გვამცნობს RMC Sport.

წყაროს მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელობა შეხვდა ფანებს, თუმცა ვითარების შერბილება ვერ შეძლო. ულტრასები იმუქრებიან, რომ 14 აექტემბერს, „სტრასბურთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ნეიმარი ახალ სეზონში ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშებს, სალანძღავ ბანერებს გამოფენენ ბრაზილიელის წინააღმდეგ.

პსჟ-ის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ფანებთან მოილაპარაკებს, რომლებიც არა მხოლოდ ფრანგული ლიგა 1-ის მატჩის, არამედ მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩის ბოიკოტითაც იმუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ გასული ზაფხულის დასაწყისში, ნეიმარმა პარიზული კლუბიდან წასვლის და „ბარსელონაში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა ტრანსფერი ვერ მოხერხდა.

თეგებიპსჟნეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131669