ფეხბურთი

9:10 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუნი: „გვარდიოლასთან ერთად, ჩემი თაობის ინგლისის ნაკრები ყველა ტიტულს მოიგებდა“

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ევერტონის“ ყოფილი, ამჟამად კი ამერიკული „დი სი იუნაიტედის“ თავდამსხმელი, უეინ რუნი, მიიჩნევს, რომ 10 წლის წინათ ინგლისის ნაკრები ყოველგვარ ტიტულს მოიგებდა, მისი მწვრთნელი „მანჩესტერ სიტის“ ახლანდელი დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა რომ ყოფილიყო.

„როცა ჩვენს ათი წლის წინანდელ ნაკრებს ვიხსენებ, ვფიქრობ, საუკეთესო შემადგენლობა გვყვავდა მსოფლიოში. რიო ფერდინანდი, ჯონ ტერი, ეშლი კოული, სტივენ ჯერარდი, პოლ სქოულზი, ფრენკ ლამპარდი, დევიდ ბექემი, მაიკლ ოუენი...

მაშინ რომ გვარდიოლა ჩვენი მწვრთნელი ყოფილიყო, უეჭველად ყველა ტიტულს მოვიგებდით.“ - ციტირებს რუნის სიტყვრბს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ რუნი ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა. 120 შეხვედრაში მან 53 ბურთი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112083