სხვა

19:20 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად არის

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პატაიას (ტაილანდი) მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (18-27 სექტემბერი) შემდგენლობა დაასახელა.

წლის უმთავრეს ასპარეზობაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება ათი პლუს ერთი სათადარიგო ძალოსნით. გუნდი სავარაუდოდ 7 წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მათ შორის 61, 73 და +109 კილოგრამ წონით კატეგორიებში ორ-ორი ძალოსანი გვეყოლება. შესაძლოა, ორი სპორტსმენით წარვდგეთ 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ანტონ პლესნოის საშეჯიბრო წონად არ განესაზღვრება 96 კგ წონა, რაც ჯერაც განხილვის თემაა და უშუალოდ პატაიაში გაირკვევა.

პატაიას მსოფლიო ჩემპიონატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იქ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.

საქართველოს ნაკრები:

61კგ.

შოთა მიშველიძე

გოდერძი ბერდელიძე

67 კგ.

გოგა ჩხეიძე

73 კგ.

კახი ასანიძე

არჩილ მალაყმაძე

89 კგ.

რევაზ დავითაძე

96 - 102 კგ.

ანტონ პლესნოი

102 კგ.

ირაკლი ჩხეიძე

+109 კგ.

ლაშა ტალახაძე

გიორგი ჩხეიძე

81კგ.

ლომია თებიძე (სათადარიგო)

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11176