ფეხბურთი

17:16 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩმა კუნთის ტრავმა მიიღო

მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის ტრავმის შესახებ დაწერა.

სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ 34 წლის შუახაზელს მარჯვენა ფეხის კუნთი დაუზიანებია. რამდენი ხანი დასჭირდება მკურნალობას არ ზუსტდება.

ესპანური პრიმერას მიმდინარე სეზონში, საწყისი სამი ტურის შემდეგ „რეალი“ 5 ქულით მეხუთე ადგილზეა. შემდეგ მატჩს ისინი 14 სექტემბერს შინ ჩაატარებენ „ლევანტესთან.“

მოდრიჩმა ახალდაწყებულ ესპანეთის ჩემპიონატის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111361