ფეხბურთი

15:21 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე "რეალთან" ვერ ითამაშებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ კილიან მბაპეს გარეშე ითამაშებს.

Le Parisien-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მბაპემ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო, „სამეფო კლუბთან“ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მბაპე „ტუზულუზასთან“ მატჩში დაშავდა და მას მერე არ უთამაშია. პსჟ-სა და „რეალის“ თამაში 18 სექტემბერს გაიმართება.

სტატისტიკა
0.236115