სხვა

12:56 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ტომოკაძეს ადვილად გაუმკლავდა და მეორე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

აკი ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მესამე მარგაშირა ტომოკაძეს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ჰატაკიკომოს ილეთით მოახერხა.

ჩვენებურმა უპირატესობა შეტაკებისთანავე მოიპოვა და მეტოქე რამდენიმე წამში დასცა დოჰიოზე. ქართველი სუმოისტი აღნიშნულ მეტოქეს პირველად შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თავის სასიკეთოთ გახსნა. თავად ტომოკაძეს კი შემოდგომის სუპერტურნირზე ტოჩის მსგავსად 2 მოგების საპირისპიროდ 3 წაგება აქვს.

შეგახსენებათ, რომ გორგაძეს დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 მოგება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ტოჩის მომდევნო მეტოქე კი ტამავადი იქნება, რომელსაც აქამდე 28-ჯერ შეხვედრილა და ურთიერთშეხვედრებში ჩვენებურის უპირატესობა დიდია. 18 მოგება 10 მარცხის წილ. ტამავაშიმ კი მიმდინარე ბაშოზე 3 შეხვედრა მოიგო, ორში კი დამარცხდა.

რაც შეეხება სხვა მონაწილეებს: აკი ბაშოს უდანაკარგოდ მხოლოდ ორი სუმოისტი ოკინოუმი და ტაკაკეიშო ლიდერობს. 4:1ზე ბალანსი კი კაკურიუს, მიტაკეუმს, იდიურას, გოეიდოს, ენდოს, მიოგირიუს, მეისეის და ენჰოს აქვთ.

0.12867