ფეხბურთი

11:52 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „ბარსელონა“ ჩემი სახლია. არსად მინდა წასვლა“

„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი მისი სახლია და არსად უნდა წასვლა“ - წერს ესპანური Marca. მესის „ბარსასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

„ბარსელონა ჩემი სახლია. არსად მინდა წასვლა, თუმცა გამარჯვებები ისევ მწყურია.“ - დასძინა გენიალურმა არგენტინელმა.

საქმე ის არის, რომ წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლეო ჩრდილოამერიკულ MLS-ში, კერძოდ „ინტერ მაიამიში“ აპირებს გადასვლას, რომლის თანამფლობელი დევიდ ბექემია.

0.112565