თამაშგარე

11:23 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ-სექსუალური სპორტული ტელეწამყვანი იტალიიდან

იტალიელები მოგეხსენებათ ესთეტი ხალხია და ტელეწამყვანებსაც დიდის რუდუნებით არჩევენ ხოლმე. ჰოდა აბა რა გასაკვირია, რომ სპორტული თემატიკის გადაცემების წამყვანი, ქალბატონი იოლანდა დე რიენცო ისეთი შესახედაობის ვინმეა, რომ მისი მხილველნი ადვილად ივიწყებენ სპორტულ ოცობოდიებს და სხვა ფიქრნი ახელებთ.

იოლანდა დე რიენცო როგორც უკვე ავღნიშნეთ ერთბაშად რამდენიმე გადაცემას უძღვება და არხ “სპორტიტალია“-ზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინული წამყვანია. ხოლო მისი დეკოლტედან მომზირალი მშვენებები კი იოლანდას იმგვარ პოპულარობას განაპირობებს, ბევრი გამოცდილი ტელესახეც რომ ვერ იოცნებებდა.

ვინც კი იტალიურ ტელე-არხებს უყურებთ, ალბათ ადვილად შეამჩნევდით, რომ სპორტული გადაცემების წაყვანებად ლამაზმანები არცთუ იშვიათად გვევლინებიან. თუმცა იოლანდა აქაც გამორჩეული ქალია და როგორც მავანნი ამბობენ, სპორტშიც კარგად ერკვევა და პოპულარობა მხოლოდ საკუთარი სხეულის მიმზიდველი ფორმებით არ მოუხვეჭავს.

0.112747