ფეხბურთი

10:48 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ მესამე ევროთასის სახელი გამოაცხადა

უეფას მესამე ევროთასს „კონფერენციათა ლიგა“ ერქმევა - წერს გერმანული Bild. წყაროს ცნობით ახალი ევროთასის გათამაშება, შესაძლოა, 2021-22 წლების სეზონიდან დაიწყოს.

„კონფერენციათა ლიგა“ სტატუსით მესამე ევროტურნირი იქნება ჩემპიონთა და ევროპა ლიგების შემდეგ. ფორმატიც მსგავსი ექნება. 32 გუნდი 8 ჯგუფად დაიყოფა. პირველადგილოსნები მერვედფინალში გავლენ, მეორეადგილოსნები კი ევროპა ლიგის მესამედგილოსნებს შეერკინებიან და ამ გზით მოხვდებიან პლეი ოფში.

„კონფერენციათა ლიგის“ გამარჯვებული, მომავალ სეზონში ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ეროვნულ ჩემპიონატებში რომელ ადგილებზე გასულები მოხვდებიან ახალ ტურნირში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ქართული კლუბებისთვის, ჩანს, კიდევ ერთი შანსი იქნება რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისა.

0.113349