სხვა

23:57 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის ხელმძღვანელობა ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ზამთრის სპორტის სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი , გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული საკითხები, ზამთრის სპორტის სახეობებში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.

GEONOC.ORG.GE

0.11585