ჩოგბურთი

13:46 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ჰიროსიმას ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წვილთა თანრიგში ჰიროსიმას ტურნირის პირველსავე წრეში გამოეთიშა.

ოქსანა და მისი მეწყვილე მონტენეგროელი დანკა კოვიჩინი იაპონურ დუეტთან ჰოზუმი-ნინომიასთან 3:6, 4:6 დამარცხდნენ. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.

პირველ სეტი იაპონელებმა ერთი ბრეიკით მოიგეს. მეორე პარტიაში აზიელები 3:1 დაწინაურდნენ, ევროპელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ 4:4-ზე ჩაწოდება დაკარგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

გასულ კვირას კალაშნიკოვამ ნიუ ჰევენის ტურნირი ანა ბლინკოვასთან ერთად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112505