ფეხბურთი

12:36 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად წააგო

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში პერუსთან 0:1 დამარცხდა. ბრაზილიელებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად წააგეს. მაშინ ბელგიამ 2:1 აჯობა.

სამხრეთ ამერიკელებს ზედიზედ 17 შეხვედრა არ ჰქონდათ წაგებული.

ბრაზილიას ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე პერუელთა ცენტრალურმა მცველმა აბრამმა გაიტანა. ბრაზილიელთა ვარსკვლავი ნეიმარი 63 წუთზე ფირმინოს ნაცვლად მოედანზე შევიდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

0.11305